1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები განსაზღვრავენ www.kharebashop.com-ს ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის წესს გამყიდველსა და მყიდველს შორის, რომლებიც ერთობლივად შეიძლება მოხსნეიებულნი იყვნენ როგორც “მხარეები”, ხოლო ცალ-ცალკე როგორც  მხარე.

1.2. გამყიდველს წარმოადგენს შპს „მეღვინეობა ხარება“ (ს/ნ: 404427928), ხოლო მყიდველს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის შეზღუდული შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია და რომლის ასაკი აღემატება18 წელს.

1.3. თითოეული მხარე აძლევს მეორე მხარეს გარანტიას, რომ გააჩნია საჭირო სამართლებრივი უფლება და ქმედუნარიანობა, რომელიც საკმარისია ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის. 

1.4. www.kharebashop.com მეშვეობით პროდუქციის შეძენისას მყიდველი იღებს და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემულ ყველა პირობას და აგრეთვე გამყიდველის მიერ შეკვეთის მიღების მომენტში საიტზე განთავსებულ ინფორმაციას.

 1.5. www.kharebashop.com იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებში, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას რეგულარულად ადევნოს თვალყური წესების ცვლილებებს, რომლებიც განთავსებულია გამყიდველის ვებ-გვერდზე.

2. ვებგვერდზე რეგისტრაცია

2.1. www.kharebashop.com-ზე შეკვეთის გაფორმება შეუძლია როგორც რეგისტრირებულ, ისე არარეგისტრირებულ მომხმარებელს.

 2.2. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მყიდველის მიერ რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე.

3. შეკვეთის გაფორმება და მიწოდების ვადები

3.1. მყიდველის მიერ შეკვეთის გაფორმება ხორციელდება ვებ-გვერდის მეშვეობით და ტელეფონით.  
3.2. შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ატყობინებს გამყიდველს შეკვეთის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციას. 

3.3. ვებ-გვერდის მეშვეობით შეკვეთის გაფორმებისას მყიდველი ავსებს პროდუქციის შეკვეთის ელექტრონულ ფორმას და უგზავნის გამყიდველს შეკვეთას ინტერნეტის ქსელის მეშვეობით ან ტელეფონის საშუალებით

 3.4. შეკვეთის მიღების შემდეგ გამყიდველი ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ადასტურებს შეკვეთის მონაცემებს და ათანხმებს მყიდველთან პროდუქციის მიწოდების თარიღსა და სხვა დეტალებს.

3.5. შეკვეთის მიტანის ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად: ორშაბათი-პარასკევი 15:00 საათამდე განთავსებულ შეკვეთას მყიდვლი მიიღებს იმავე დღეს,ხოლო 15:00 საათის შემდეგ განთავსებულ შეკვეთას მომდევნო სამუშაო დღეს15:00საათამდე. შაბათს-კვირა განთავსებულ შეკვეთებს მყიდველი მიიღებს ორშაბათს 15:00 საათამდე.

3.6 შეკვეთა ხორციელდება მხოლოდ თბილისის მაშტაბით.

4. შეკვეთის მიწოდება

4.1. გამყიდველი მყიდველს პროდუქციას მიაწოდებს მე-3 მუხლით განსაზღვრული ვადების დაცვით, თუმცა, შეკვეთის მიწოდება შესაძლებელია შეყოვნდეს გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, რომლებიც წარმოიშვა გამყიდველისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 
4.2. პროდუქციის მისაღებად შესაძლებელია შემდეგი ფორმების გამოყენება: საკურიერო მიწოდება.
4.3. მიწოდებისას შეკვეთილი პროდუქცია გადაეცემა მყიდველს ან მიმღებს. მიმღებს შეკვეთა გადაეცემა მხოლოდ მყიდველთან შეთანხმების შემთხვევაში.

4.4. პროდუქციის მიღებისას მყიდველი ან მიმღები, ამოწმებს პროდუქციის გარეგნულ იერსახეს და გამოშვების თარიღს, გაყიდვის შემდგომი პრეტენზიები არ მიიღება. 

4.5. თუ პროდუქციის მიწოდება ვერ ხერხდება მყიდველის ბრალეულობით (არასწორად არის მითითებული მისამართი, არ პასუხობს მიწოდების სამსახურის თანამშრომელთა სატელეფონო ზარებზე) შეკვეთა განმეორებით იგზავნება კლიენტთან მხოლოდ საკურიერო მომსახურების ღირებულების დამატებით გადახდის შემთხვევაში.

5. შეკვეთის ღირებულების გადახდა

5.1. პროდუქციის ღირებულება და მიწოდების საფასური მოცემულია www.kharebashop.com-ზე თითოეული პროდუქციის დასახელების ქვემოთ. 

5.2. ფასი იმ პროდუქციაზე, რომელზეც გაფორმებულია შეკვეთა, არ ექვემდებარება ცვლილებას.

 5.3. პროდუქციის ღირებულების გადახდის ფორმა დამოკიდებულია მყიდველის მიერ შეკვეთის გაფორმებისას არჩეული გადახდის ფორმაზე. 
5.4. გადახდის შესაძლო ფორმებია: ნაღდი ანგარიშსწორება; უნაღდო ანგარიშსწორება; ბარათით გადახდა ვებ-გვერდის საშუალებით.

6. პროდუქციის გადაცვლა ან დაბრუნება

6.1. მყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს შეკვეთილი პროდუქციის მიღებაზე მის მიწოდებამდე.

 6.2. გაუხსნელი პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის განმავლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი აღმოჩნდა, რომ პროდუქცია მიწოდებისას იყო ვადაგასული ან დაზიანებული ,ასევე არ შეესაბამება მყიდველის მიერ განხორციელებულ შეკვეთას. 

6.3. პროდუქციის დაბრუნება და გადაცვლა ხორციელდება მყიდველის მიერ ელექტრონული ფორმით მოწოდებული განაცხადის საფუძველზე ან სატელეფონო საშუალებით onlineshop@winerykhareba.com ან 551 07 00 27

6.4. მყიდველმა, რომელმაც შეიძინა არასათანადო ხარისხის (ვადაგასული) პროდუქცია, და აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა გამყიდველმა, უფლებამოსილია მოითხოვოს: – ანალოგიური ან სხვა დასახელების პროდუქციით შეცვლა, შესყიდვის ფასის შესაბამისი გადაანგარიშებით. – შეკვეთის გაუქმება და პროდუქციაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. 
6.5. პროდუქციის დაბრუნებისა და გადაცვლის საკითხები თანხმდება თითოეულ მყიდველთან ინდივიდუალურად, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

7. პასუხისმგებლობა

7.1. გამყიდველი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც წარმოიშვა შემდეგი მიზეზებით: – შეკვეთის ფორმის არასწორად შევსება, მათ შორის პერსონალური მონაცემების არასწორად მითითება; – მესამე პირების არამართლზომიერი ქმედება;

 7.2. მყიდველი პასუხისმგებელია მის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას სარწმუნო მონაცემების მითითებაზე. 

7.3. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მათი მოვალეობების სრულად ან ნაწილობრივად შეუსრულებლობის გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მქონე გარემოებების ზემოქმედებით, საგანგებო ხასიათის მოვლენათა შედეგად, რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მხარეების მიერ შეუძლებელი იყო. 
7.4. ყველა იმ შემთხვევებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული 7.3. პუნქტით, მხარეები მოვალეობების შეუსრულებლობისა ან და არაჯეროვანი შესრულებისას პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. დასკვნითი დებულებები

8.1. გამყიდველს და მყიდველს შორის არსებულ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა.

 8.2. მყიდველი იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე წესების ყველა პირობა მისთვის გასაგებია და იგი იღებს მათ უპირობოდ და სრული მოცულობით. 

8.3. მყიდველის მხრიდან კითხვებისა და პრეტენზიების წარმოშობის შემთხვევაში, მან ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა მიმართოს გამყიდველს.

 8.4. ყველა წარმოშობილ დავას მხარეები შეეცდებიან გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკით რეგულირდება ვებ-გვერდი Kharebashop.com-ის მიერ ინტერნეტის ქსელის მეშვეობით მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

თქვენს მიერ ვებ-გვერდი Kharebashop.com-ით და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას და გვანიჭებთ უფლებამოსილებას, შემოთავაზებული მომსახურების მიღებისა და გაუმჯობესების მიზნით შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და მათი გამჟღავნება არ განხორციელდება წინამდებარე პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ.

პერსონალური მონაცემები

ვებ-გვერდი Kharebashop.com-ის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზანი არის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ვებ-გვერდის მუშაობის გაუმჯობესება.

ვებ-გვერდი Kharebashop.com აგროვებს და ამუშავებს მომხმარებლის შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

  • გვარს, სახელს;
  • დაბადების თარიღს;
  • სააბონენტო ტელეფონის ნომერს;
  • მისამართი (მიწოდების ადგილი);
  • ელ- ფოსტა.

მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს. ვებ-გვერდი Kharebashop.com არ ავრცელებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, ასევე არ აძლევს მათზე წვდომას მესამე პირებს მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც პერსონალური მონაცემების მიწოდება ხდება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ან/და სხვა მესამე პირების მოთხოვნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მომხმარებელს უფლება აქვს:

მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ეხება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება, მათი დაბლოკვა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები არის არასრული, მოძველებული, არაზუსტი, უკანონოდ მიღებული ან არ არის აუცილებელი დამუშავების განცხადებული მიზნისთვის, ასევე მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები თავისი უფლებების დასაცავად.

Cookie ფაილები

ვებ-გვერდი Kharebashop.com-ის გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტიპის Cookie ფაილები:

მკაცრად აუცილებელი Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები საჭიროა საიტზე გადააადგილებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის გამოყენებისათვის. ამ ტიპის Cookie ფაილები გამოიყენება მომხმარებლის რეგისტრაციისა და სისტემაში შესვლის დროს. მათ გარეშე მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიუწვდომელია. მოცემული Cookie ფაილები არის ძირითადი და შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე დროებითი. ამ ტიპის Cookie ფაილების გამოყენების გარეშე ვებ-გვერდი სათანადოდ ვერ მუშაობს.

საექსპლუატაციო Cookie ფაილები. ეს Cookie ფაილები აგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს საიტის გამოყენების შესახებ. მოცემული ფაილები არ ღებულობენ მომხმარებლის პირად ინფორმაციას. Cookie ფაილების მიერ შეგროვილ მთელ ინფორმაციას აქვს სტატისტიკური ხასიათი და არის ანონიმური. ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზანია: საიტების გამოყენების სტატისტიკის მიღება. მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

ფუნქციონალური Cookie ფაილები. Cookie ფაილების ეს ტიპი გამოიყენება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დასამახსოვრებლად (როგორიცაა მომხმარებლის სახელი, ენა ან ადგილმდებარეობა). მოცემული ფაილები გამოიყენებენ ანონიმურ ინფორმაციას და არ აკონტროლებენ მომხმარებლის ქმედებებს სხვა საიტებზე. ამ Cookie ფაილების გამოყენების მიზანია:

მონაცემების დამახსოვრება იმის შესახებ, მიეწოდებოდა თუ არა ადრე მომხმარებელს რაიმე ინფორმაცია;

მთლიანად საიტთან ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდა მომხმარებლის მიერ არჩეული უპირატესობების გათვალისწინებით;

მოცემული Cookie ფაილები არის მუდმივი და დროებითი, ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს როგორც ძირითადს, ისე სხვა Cookie-ს.

Cookie ფაილების დაბლოკვა ან წაშლა, ასევე მათი მოქმედების შეზღუდვა შეიძლება ბრაუზერის პარამეტრებში, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი.

კონტაქტი

ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის, კითხვის ან დახმარებისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოგვწეროთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@winerykhareba.com, ან დაუკავშირდით ჩვენს ოფისს სატელეფონო ნომერზე: (+995) 322 49 77 70

Пролистать наверх